|
2019-12-19 15:52:02, 1620 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანის მიმართვა მოზარდებს: დაუძლეველი პრობლემები არ არსებობს, არ იფიქროთ რომ გამოსავალი თვითდაზიანებაა
„არაფერი დაუძლეველი არ არის. პრობლემები ყველას გვქონია ბავშვობაში და მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემებზე ღიად ვისაუბროთ და არ ვიფიქროთ, რომ გამოსავალი თვითდაზიანებაა“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. იუსტიციის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს სთხოვა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა ბავშვებს ესმოდეთ არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ, პირველ რიგში, ფსიქოლოგების ხმა. „არაფერი დაუძლეველი არ არის. პრობლემები ყველას გვქონია ბავშვობასა და ახალგაზრდობაში და მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემებზე ვისაუბროთ ღიად და არ ვიფიქროთ, რომ პრობლემებიდან გამოსავალი არის საკუთარი თავის დაზიანება. მშობლებს ჩვენთვისაც ხშირად უწყენინებიათ, როდესაც ვიყავით პატარები, ახალგაზრდები. ჩვენც ბევრჯერ გვიწყენინებია ჩვენი მშობლებისთვის. ჩვენ ამ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ ისე, რომ თავში აზრადაც არ მოგვივიდეს, საკუთარი თავი დავაზიანოთ. თქვენ, ამ ქვეყნის ბავშვები, არასრულწლოვნები, ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მინდა, რომ, როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობთ, ისმოდეს არა ჟურნალისტების და მინისტრების, არამედ ფსიქოლოგების − განსაკუთრებით, ბავშვის ფსიქოლოგების, ხმა და მათ მედიის დახმარებით გამართონ დიალოგი ბავშვებსა და არასრულწლოვნებთან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მანვე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიის სამართლებრივ მხარეზე საუბარი გარდაუვალია, მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლებოდეთ. „დღეს, როდესაც ლუკა სირაძის საქმეზე მიეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია, ყველამ ერთად − ვინც ვართ ხელისუფლებაში, ვინც ხართ მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, რომ ამ ინფორმაციას მედიით − ეს იქნება სოციალური ქსელები, ტელევიზია თუ სხვა − უსმენს და უყურებს ასობით ათასი არასრულწლოვანი. მხოლოდ სისხლის სამართალზე საუბარი, მხოლოდ საქმის გარემოებების ტირაჟირება, რაც, მესმის, რომ გარდაუვალია, არაა საკმარისი. ასევე ვიფიქროთ იმაზე, რომ გვისმენენ არასრულწლოვნები და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მათ ამ საქმეზე საუბრის მოსმენისას არ მოუვიდეთ არასწორი აზრები თავში“, - აღნიშნა მინისტრმა.
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)