04:35 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 14:13:06, 996 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი - კაცობრიობა გაჭირვებაშია, ხშირად, ადამიანები კარგავენ იმედს და თავს იკლავენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის დასრულებსი შემდეგ მრევლს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, კაცობრიობა გაჭირვებაშია და ხშირია შემთხვევები, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, როდესაც ადამიანები კარგავენ იმედს და იკლავენ თავს.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეულია წმინდათა შორის. მას ეწოდება სწრაფად შემწე. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელი მსოფლიოს მფარველია. წმინდა ნიკოლოზს ვუწოდებთ ყოველთა ქართველთა დიდ კათოლიკოს-პატრიარქს.

მინდა, შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი კარგავს იმედს და თავს იკლავენ. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, შეეწიოს ყველა გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზმა დაგლოცოთ თქვენ და ყველა ადამიანი, განსაკუთრებით გაჭირვებული ადამიანები“, – განაცხადა ილია მეორემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics