15:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 16:15:12, 401 ნახვა

პოლიტიკა
ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემა დღის ბოლოს გახდება ცნობილი

მთავრობა ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემას საზოგადოებას დღის ბოლოს წარუდგენს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩემი დავალებით  ვმუშაობთ. გუშინ  საღამოს  დავიწყეთ ამაზე მუშაობა.დღის ბოლო  წარვუდგენ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, თუ როგორ მოვახდენთ სუბსიდირებას",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაზარდა.
სამომხმარებლო ტარიფი თითოეულ საფეხურზე დაახლოებით 3 თეთრით  გაიზარდა. 
 ამ ეტაპზე სამომხმარებლო ტარიფი (დღგ-ს გარეშე)101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის 7.630 თეთრს შეადგენს; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 11.000 თეთრს; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.830 თეთრს შეადგენს.
შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი იქნება.
"ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით ზრდა საკმარისი არ არის. ისინი დაახლოებით 4,2 თეთრით ზრდას ითხოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით  სს „თელასმაც“ მიმართა.
"თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო-ადმინისტრაციულ წარმოებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დაახლოებით სამ დღეში დაიწყებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics