|
2019-12-19 13:30:05, 808 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა
საქართველოს მთავრობამ „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად, აჭარის სატყეო სააგენტოს მიენიჭა ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის და სპეციალური ჭრების განხორციელების, ასევე, ტყის ფონდის ფართობების სარგებლობაში გაცემის უფლება. დღემდე აღნიშნულ საქმიანობას სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტო ახორციელებდა. ამავე ცვლილებებით, ტყის ფონდის მართვის ორგანოებს ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების გამოტანისა და რეალიზაციის უფლება ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ ტყეში აკუმულირებული ნარჩენი საფრთხის შემცველია, როგორც ხანძარსაშიში, ასევე, მავნებელ-დაავადებების თვალსაზრისით; შესაბამისად, ტყის ფონდის მართვის ორგანოს შესაძლებლობა ეძლევა, თვითონ გამოიტანოს ტყიდან ხე-ტყის ნარჩენი, დაასაწყობოს და შემდეგ მოახდინოს მისი რეალიზაცია, რითაც მოხდება როგორც ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ისე სააგენტოს შემოსავლების ზრდა. კერძო სექტორს კი, საშუალება ეძლევა გააფართოოს, ან შექმნას ალტერნატიული საწვავი მასალების (ბრიკეტი, პალეტი და სხვა) წარმოება. ცვლილებით მოწესრიგდება სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების და მიღებული მერქნული რესურსის დამზადება/გაცემა. წლების განმავლობაში, პრობლემას წარმოადგენდა მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სამასალე მერქნის (ჭიგო, სარი, საყრდენი ბოძი) მიწოდება, ამავდროულად, ტყის ფონდის ტერიტორიებზე არსებობს სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება სწორედ ასეთი სახის მერქნის მიღებაა. აღნიშნული ცვლილება ასევე მოაწესრიგებს ტყის ფონდის საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებით ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ გასატარებელ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, დაზუსტდება ტყის ფონდის მართვის ორგანოში ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხების გამოყენების წესი. კერძოდ, ტყის ფონდის მართვის ორგანოებს ექნებათ შესაძლებლობა, საკომპენსაციო საფასურით მიღებული შემოსავალი, რაც მათი დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს, მოახმარონ ტყის მოვლის, აღდგენის, ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)