|
2019-12-18 18:47:55, 1251 ნახვა
საზოგადოება
ილიაუნისთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა - ვიდეო
საპროტესტო მსვლელობას, რომელსაც ილიაუნის სტუდენტები პარლამენტის შენობის მიმართულებით მართავენ პოლიციელებთან დაპირისპირება მოჰყვა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, დაპირისპირების მიზეზი სამართალდამცავი ორგანოების მიერ სტუდენტებისთვის ფოტოს გადაღება გახდა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. „ჩემს სტუდენტებს, და მათ შორის მეც გვიღებდნენ ფოტოებს, რამდენიმეჯერ ვკითხე თუ რატომ გვიღებდა ჩუმად ფოტოებს. კითხვაზე არ გვიპასუხა და ამას მოჰყვა ჩემი მოთხოვნა, რომ ფოტო ეჩვენებინა ჩვენთვის. ამ ადამიანმა დაიწყო ბლატავი, რომ თქვენთან არაფერი მესაქმება და არ ვარ ვალდებული რამე გაჩვენოთო, აბა ვისთან ხარ ვალდებული უფროსთან მეთქი? კიო, ვინ არის შენი უფროსითქო ასჯერ გავუმეორე, ამას მოჰყვა მეორე დაპირისპირება, გზაზე მითხრა სამართალდამრღვევი ხარო, იმის გამო რომ იქ, იმ ადგილზე ვაგინე ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ამ მონებს არ დავემორჩილებით, ამათმა 15 წლის ადამიანი მოკლეს !“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ამ წუთებში ილიაუნის სტუდენტები ჭავჭავაძის გამზირიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ. აქტივისტები 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და მოზარდის გარდაცვალებაში სისტემას ადანაშაულებენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, სისტემას და პოლიციურ რეჟიმს ჰყავს მსხვერპლები, რომლებიც სტატისტიკად იქცნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)