|
2019-12-18 18:35:11, 1622 ნახვა
სამართალი
გამომძიებლის ადვოკატი - სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას ბავშვების პირადი მიმოწერის ამსახველი „სქრინშოტები“ გადასცა
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საქმესთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხიც იქნას შესწავლილი. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სკოლის ადმინისტრაციამ გამოძახებაზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ვიდეო კამერების ჩანაწერები და სოციალურ ქსელში მოსწავლეების პირადი მიმოწერის ამსახველი ე.წ. „სქრინშოტები“ გადასცა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამორიცხავს მონაწილეობას ამ ქმედებაში, ვინაიდან მისთვის ბრალი არც წარუდგენიათ და თვლის რომ ამ საქმეში უდანაშაულოა. ასევე ამ საქმეში მნიშვნელოვანია გაირკვეს სკოლის წილიც. მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები ადგილზე, სკოლის ადმინისტრაციამ დაახვედრა უკვე ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია თუ ვინ შეიძლებოდა და ვინ იყო ამ კადრებზე აღბეჭდილი და ასევე დაახვედრა ბავშვებისგან მოპოვებული სქრინშოტები, ფეისბუქის სქრინშოტებზეა საუბარი, ანუ ბავშვების პირადი მიმოწერა“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)