07:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 14:58:52, 1556 ნახვა

კომენტარი
კილაძე მოზარდის გარდაცვალებაზე: სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად, კითხვის ნიშნები სკოლასთანაც იკვეთება

„სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან  ერთად, კითხვის ნიშნები სკოლასთან და იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც იკვეთება“,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ სახელმწიფო ინსპექტორთან, ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიებისა და არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრეს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ქალბატონ ლონდასთან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რა ინფორმაციაც შეეძლო მოეწოდებინა ის ინფორმაცია მან მოგვაწოდა. გამოიკვეთა, რომ საგამოძიებო ღონისძიებები კიდევ მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ განსაკუთებული სიფრთხილით მოვეკიდოთ იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ საქმეში.  მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე საქმის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი დეტალი მოგაწოდოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ვთქვათ ასევე ისიც, რომ სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან  ერთად იკვეთება კითხვის ნიშნები სკოლასთან და იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო აქტივისტებსაც, ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდოთ თითოეულ ჩვენს სიტყვას“,- განაცხადა სოფიო კილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics