13:47 - 13 Apr, 2026
|
2015-07-24 14:57:33, 421 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს ლიტვის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
ქვეყნის პირველ პირს ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პოაჯუნასმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა გიედრიუს პოაჯუნასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერების საკითხებსაც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)