|
2019-12-18 12:46:12, 1071 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება
„ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე ასფალტის სამუშაოები ქვედა ფენებში დასრულებულია და რამდენიმე დღეში საავტომობილო მოძრაობა აღდგება“, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. „მე დავპირდი მოსახლეობას, რომ დეკემბრის ბოლოსთვის სამუშაოები ქვედა ფენებში დასრულებული იქნებოდა და ეს ასეც მოხდა. რამდენიმე დღეში გადადგილება ყოველგვარი პრობლემების გარეშე იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, სამუშაოები საავტომობილო მოძრაობის პარალელურად გაგრძელდება, ისევე, როგორც ჭავჭავაძის გამზირის შემთხვევაში, სადაც სამუშაოები 8 იანვრიდან განახლდება. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ბორდიურების მოწყობა გაგრძელდება. ასევე, მოეწყობა ველობილიკები, სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, შეიცვლება გარეგანათების ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ მოექცევა. პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)