04:34 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 10:19:42, 742 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერიამ ბრიტანული გასტრონომიული და სამოგზაურო ჟურნალის - Fare თბილისის ნომრის პრეზენტაცია გამართა

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბრიტანული გასტრონომიული და სამოგზაურო ჟურნალის - Fare თბილისის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე ჟურნალის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა რიჩარდ ბელმა ქართულ გასტრონომიაზე, მის უნიკალობაზე და ნომრის შექმნის პროცესზე ისაუბრა.

2019 წლის სექტემბერის თვეში, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისს ჟურნალ  Fare-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. ჟურნალისტებმა მოინახულეს თბილისში არსებული კვების დაწესებულებები, ღვინის მარნები და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები.

აღნიშნული ჟურნალის დეკემბრის ნომერი მთლიანად დაეთმო თბილისს და მის კულინარიულ ტრადიციებს. ნომერში განხილულია, როგორც ქართული სამზარეულოს მნიშვნელოვანი კერძები, ასევე ღვინო, გამორჩეული კვების ობიექტები და ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულები. ამასთანავე, წარმოდგენილია დედაქალაქი, როგორც საფესტივალო მიმართულება და დეტალურად არის მოთხრობილი „თბილისობის“ დღესასწაულის შესახებ.

ჟურნალის პრეზენტაციას სასტუმროების, რესტორნების, ტურისტული კომპანიების, ჟურნალების  წარმომადგენლები და ადგილობრივი ცნობილი შეფ-მზარეულები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics