|
2015-07-24 14:29:32, 507 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: თუ პროექტის ოპტიმალური მართვა შევძელით, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდი, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებაზე მუშაობას იწყებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, ხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რათა ეტაპობრივად, სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება საქართველოშივე გახდეს შესაძლებელი, მათ შორის მაღალტექნოლოგიური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სერვისები. ამ მიზნით, სოლიდარობის ფონდმა ჰარვარდის უნივერსიტეტთან აფილირებული დანა-ფარბერის კიბოს ინსტიტუტის (Dანა Fარბერ ჩანცერ Iნსტიტუტე, Hარვარდ Uნივერსიტყ), იეილის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (Yალე-Nეწ Hეავენ Hოსპიტალ), ორგანიზაცია Gლობალ Hეალინგ და თურქეთის მედიპოლის საუნივერსიტეტო კლინიკის (Mედიპოლ Uნივერსიტყ Hოსპიტალ) ექსპერტების მონაწილეობით საერთაშორისო მისიას უმასპინძლა. საერთაშორისო მისიამ ბავშვთა ონკოლოგიის სფეროში დღეს არსებული ყველა ძირითადი სერვისი შეაფასა და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამების არსებითი გაუმჯობესება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში არ იქნება საჭიროება, სიმსივნით დაავადებული ბავშვები სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდნენ. "სოლიდარობის ფონდს მადლობას ვუხდი, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ასეთი დიდ მხარდაჭერას გვიკეთებენ.მოგეხსენებათ, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, ეს მიმართულება სპეციფიურია იმით, რომ დიაგნოზის დასმა შედარებით ადვილია, მაგრამ მკურნალობა არის ხანგრძლივი, ძვირადღირებული და ისეთი ტექნოლოგიების მომთხოვნი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აქამდე არ იყო.ეს განაპირობებს ამ დაავადების სპეციფიურობას, როცა თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში, თუნდაც ბავშვი, მისი მშობლები იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, როდესაც მათ აქვთ გარკვეული სასოწარკვეთა-"აი, რომ იყოს ფული, გადავუნერგავდი ძვლის ტვინს და ბავშვი გადარჩებოდა". არ გვქონდა ეს ფული და იყო სერიოზული კომპლექსური პრობლემა. ეტაპობრივად განვითარდა ასეთი ნაბიჯები, რომ 2013 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო დაფინანსება, საზღვარგარეთ ძვლის ტვინის გადანერგვის ტექნოლოგიის საჭიროების მქონე ონკოჰემატოლოგიური პაციენტებისა. ამის შემდეგ საქმეში სოლიდარობის ფონდი ჩაერთო, რომელმაც მართლაც მძლავრი ზეგავლენა მოახდინა ამ მიმართულებაზე და, პრაქტიკულად, ფინანსური პრობლემა უკვე მოხსნილია. ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მხოლოდ ფინანსური პრობლემის მოგვარება ამას არ გადაჭრიდა, რადგანაც იგივე ძვლის ტვინის გადანერგვა არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ტექნოლოგია. აქ არის კომპლექსი მთლიანი, რომელიც მრავალ მიმართულებას მოიცავს. ამიტომ, სოლიდარობის ფონდმა განახორციელა ასევე მეორე უმნიშვნელოვანესი ჩართულობა ამ მიმართულების მართვის, როდესაც არა მხოლოდ ფინანსების მობილიზაციას, არამედ თვითონ დარგის განვითარებას ჩაუდგა სათავეში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის დაწესებულებები და ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მაგიდასთან იმყოფებიან, იმ შესაძლებლობის გარანტია, რომ თუ ჩვენ შევძელით ამ პროექტის ოპტიმალური მართვა ერთობლივად, დამერწმუნეთ, მალე, რამოდენიმე წელიწადში, საქართველოში ნამდვილად არ იქნება იმის საჭიროება, რომ ეს პაციენტები, ბავშვები წავიდნენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება ადგილზე და მაღალი ხარისხით",-განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, პრემიერ მინისტრის ინიციატივით შექმნილმა საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, ამოქმედებიდან ერთი წლის მანძილზე 3.3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 125 ბავშვისა და ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო, მათ შორის 58 შემთხვევაში საზღვარგარეთ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)