|
2019-12-18 01:38:24, 9995 ნახვა
სხვადასხვა
მეუფე მელქისედეკი: ქვეყანაში ჩვენს შვილებს, საკუთარი ხელითვე ვხოცავთ, რაშიც ლომის წვლილი სასულიერო პირებს მიგვიძღვის
"ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ, ვკლავთ სისხლით თუ უსისხლოდ, რაშიც ლომის წვლილი ჩვენ- სასულიერო პირებს მიგვიძღვის", - ასე ეხმაურება მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას. როგორც მეუფე სოციალურ ქსელში წერს, ლუკა სირაძის გარდაცვალება არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ტრაგედიაა. "იქნებ გავიაზროთ ყველამ, იერარქიის, სოციალური ფენისა თუ სხვა სახის კუთვნილებათა მიუხედავად, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ! ვკლავთ სისხლით თუ უსისხლოდ, რაშიც ლომის წვლილი ჩვენ- სასულიერო პირებს მიგვიძღვის, რომლებმაც ვერ მოვახერხეთ, ვერ ვუჩვენეთ სხვებს ის მაგალითი, რაც ჩვენ ქრისტემ გვიჩვენა თავისი მოღვაწეობითა და თავგანწირვით. ყველა ქართველმა იქნებ მოვახერხოთ იმის გაანალიზება, რომ ლუკა სირაძის ტრაგედია ერთი ოჯახის, ან ქალაქის თავზე დატრიალებული უბედურება კი არა, მთელი საქართველოს ტრაგედიაა. დღეს ყველა ჩვენგანმა დავკარგეთ 15 წლის შვილი და ეს მგონი საკმარისია, რომ დღეიდან მაინც დავიწყოთ ჩვენს სხვა შვილებზე ზრუნვა. ოღონდ ნამდვილი და არა სადღეგრძელოებითა და ემოციური სიტყვებიდან წამოსული. მიმოვიხედოთ გარშემო, დავინახავთ თუ როგორი დაუცველია ახალგაზრდობა სოციალური ბულინგის, ძალადობის, ნეგატიური ფონის, ნიჰილისტური განწყობისა და უკიდურესი სიდუხჭირისაგან, შინაური თუ გარეული მტრისაგან. თუ კარგად გავახელთ თვალებს იმასაც დავინახავთ, რომ ასეთ მდგომარეობაში და საფრთხეში მყოფი ახალგაზრდობისათვის რთულია მოინახოს ისეთი სივრცე, სადაც ის რეალურ ნუგეშს, დახმარებასა და თანადგომას მიიღებს. ჩვენ, სასულიერო პირებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სწორედ ეკლესია გახდეს ის ადგილი, სადაც მოვა ყველა მაშვრალი და ტვირთმძიმე და მათ ეს გასაჭირი შეუმსუბუქდებათ. და ბოლოს, ის გულგრილობის ცოდვა, რაც ლუკასადმი გამოვხატეთ და ვერ შევძელით, რომ ამ უბედურებისგან გვეხსნა, იქნებ მისი ოჯახისადმი მზრუნველობით გამოვისყიდოთ და ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ მის წევრებს ის უდიდესი განსაცდელი, რაც სულ ახლახანს დაატყდათ თავს”,- წერს მეუფე მელქისედეკი.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)