|
2019-12-17 23:51:59, 1077 ნახვა
საზოგადოება
დაკავებული გამომძიებელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, შეუძლოდ გახდა. მარიანა ჩოლოიანი ამ დროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდა. 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლიანი დააკავეს. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებულ 15 წლის მოზარდი ლუკ სირაძე იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მანამდე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, დღეს მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. თვითმკვლელობა არასრულწლოვანმა 12 დეკემბერს სცადა. „ამ ცხოვრების დედაც“ – ეს არის ფრაზა, რომელიც, სავარაუდოდ, მოზარდმა „მწვანე სკოლაში“ დაწერა, რასაც მისი გამოკითხვა მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)