|
2019-12-17 16:33:56, 1373 ნახვა
საზოგადოება
თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ხიზაბავრის) საგზაო სამუშაოები დაიწყო. სამუშაობის შედეგად, 1 710 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყობა, ასფალტის საფარი კი დაახლოებით, 17 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკი და ბორდიური. აღნიშნულ ქუჩაზე წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა, რის შემდეგაც, გამგეობას მიეცა შესაძლებლობა, გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები დაეწყო. ამ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება და ასფალტის საფარი იგება. საგზაო სამუშაოები ხარაძის ქუჩაზეც ჩატარდება. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხიზაბავრის ქუჩას, მასთან არსებულ ორ ჩიხსა და ერთ გასასვლელს არქიტექტორ თეიმურაზ ბოჭორიშვილის სახელი მიენიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)