07:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 13:47:41, 575 ნახვა

საზოგადოება
ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გასაუმჯობესებლად, საერთაშორისო მისია საქართველოს რეკომენდაციებს აძლევს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდი, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებაზე მუშაობას იწყებს.

ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, ხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რათა ეტაპობრივად, სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება საქართველოშივე გახდეს შესაძლებელი, მათ შორის მაღალტექნოლოგიური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სერვისები.

ამ მიზნით, სოლიდარობის ფონდმა ჰარვარდის უნივერსიტეტთან აფილირებული დანა-ფარბერის კიბოს ინსტიტუტის (Dანა Fარბერ ჩანცერ Iნსტიტუტე, Hარვარდ Uნივერსიტყ), იეილის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (Yალე-Nეწ Hეავენ Hოსპიტალ), ორგანიზაცია Gლობალ Hეალინგ და თურქეთის მედიპოლის საუნივერსიტეტო კლინიკის (Mედიპოლ Uნივერსიტყ Hოსპიტალ) ექსპერტების მონაწილეობით საერთაშორისო მისიას უმასპინძლა.

საერთაშორისო მისიამ ბავშვთა ონკოლოგიის სფეროში დღეს არსებული ყველა ძირითადი სერვისი შეაფასა და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამების არსებითი გაუმჯობესება. 

მთვრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მისიის ძირითადი რეკომენდაციები შეაჯამეს, რომელიც  შემდეგ 5 მიმართულებას მოიცავს:

მიმართულება პირველი: ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის პროგრამის მმართველობისა და ინფრასტრუქტურის კონსოლიდაცია 
დღეისათვის სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს 5 ძირითადი კლინიკა მკურნალობს, სერვისი არის ფრაგმენტირებული (დანაწევრებული) და არ არის სათანადოდ სტანდარტიზებული, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის უწყვეტობისა და ხარისხისათვის.

მისიის რეკომენდაციაა, რომ მომდევნო 2 თვის პერიოდში საქართველომ შექმნას ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის ეროვნული საბჭო საერთაშორისო მრჩეველთა გუნდით, რომელიც გააერთიანებს დარგში მომუშავე ყველა ძირითად სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას და უხელმძრვანელებს  ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებიის ზედამხედველობას.

საქართველომ პრიორიტეტულ მიზნად უნდა დაისახოს მრავალ-პროფილური, არა-მომგებიანი ბავშვთა საავადმყოფოს შექმნა - ახალი ბაზა, რომელიც იმუშავებს, როგორც პედიატრიის დარგში წამყვანი ცენტრი და რომლის ნაწილიც სხვა დისციპლინებთან ერთად სამომავლოდ გახდება  ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის დეპარტამენტიც. 

თუმცა, პირველ ნაბიჯად, მისიის რეკომენდაციაა, რომ მომდევნო 12 თვის პერიოდში საქართველომ გააერთიანოს ბავშვთა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის ყველა სერვისი (გარდა სხივური თერაპიისა) ერთი ორგანიზაციის/კლინიკის ქოლგის ქვეშ, რომელსაც ექნება ძლიერი სესაბამისი ინფრასტრუქტურა, ინტენსიური თერაპიისა, სისხლის ბანკის განყოფილებები და ეყოლება მრავალ-პროფილური გუნდი შესაბამისი გრძელვადიანი ხედვით.  დღეს არაერთი კერძო თუ არამომგებიანი ჰოსპიტალი გამოთვქვამს მზაობას, რომ საკუთარ ბაზაზე განათავსოს ბავშვთა გაერთიანებული ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი. საერთაშორისო მისიის რეკომენდაციაა, რომ არსებულ ბაზებს შორის უპირატესობა მიენიჭოს არამომგებიან ორგანიზაციას/კლინიკას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება როგორც ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის პროგრამის გაერთიანების, ასევე სად იქნება უმჯობესი მსგავსი დეპარტამენტის განთავსება ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

დღეის არსებული აპარატურა სხივური თერაპიისათვის, როგორც კლინიკური მედიცინის კვლევით ცენტრში, ასევე მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრში საკმარისია და დამატებითი ინვესტიციების აუცილებლობა არ იკვეთება. მომდევნო 12 თვის პერიოდში აშშ და თურქეთში მოღვაწე კოლეგები ორივე ცენტრს გაუწევენ დახმარებას პედიატრიის დარგში სხივური თერაპიის სპეციალისტების მოსამზადებლად, რომ ყველა ბავშვმა შემდგომ საქართველოშივე მიიღოს მაღალი ხარისხის რადიოთერაპია.

მისიის განსაკუთრებული რეკომენდაციაა, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი ბავშვებისათვის განთავსდეს ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის ერთიან ძლიერ ბაზაზე შემდგომი 2 წლის პერიოდში.

თუმცა, რამოდენიმე კერძო კლინიკა გამოთქვამს ინტერესს და მზაობას, რომ მომდევნო 6 თვეში გაიხსნას უფროსი ასაკის პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი. საერთაშორისო ექსპერტები მზად არიან, რომ მხარი დაუჭირონ ჯანდაცვის სამინისტროსა და პროვაიდერ-კლინიკებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის მართებული დაგეგმარებისა და რეგულაციების შემუშავების პროცესში. აღნიშნული აუცილებელია, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრებმა ამუშავებამდე უპასუხონ ყველა ძირითად აუცილებელ კრიტერიუმს და რომ თავიდან იქნას აცილებული პაციენტებისათვის შესაძლო ზიანი სერვისების ამოქმედების ადრეულ ეტაპზე. 

მეორე მიმართულება -  სტანდარტებისა და რეგულაციების გაძლიერება  

მომდევნო 6 თვის პერიოდში ეროვნულმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიაში ყველა ეროვნული პროტოკოლისა და გაიდლაინის გადახედვა. დღეისათვის კლინიკა ლიაფმედში და იაშვილის საავადმყოფოში არსებული სტანდარტები უპირატესი ხარისხისაა და არსებულ ბაზაზე მოხდება სტანდარტების შემდგომმი განახლება აშშ და ევროპის წმაყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მხარდაჭერით. 

განახლებული სტანდარტებში უნდა ინტეგრირდეს ძვირადღირებული მედიკამენტების ქიმიოთერაპიისა და გართულებების მართვის შემთხვევებისათვის, რომელიც დღეისათვის არ შედის სახელმწიფო პროგრამებში (მაგ.: Vორიცონაზოლე, Iდარუბიცინ, თჰიოგუანინ) და რომელიც ფინანსდება ფონდების - დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა და საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ.

მესამე მიმართულება- სპეციალისტთა მომზადება - შესაძლებლობების გაძლიერება

მომდევნო 2 თვის პერიოდში თითოეული კლინიკის ბაზაზე, რომელიც ბავშვთა ონკოლოგიის სერვისებს აწვდის, შეიქმნას ონ-ლაინ რეჟიმში მულტიპროფილური ონკოლოგიური საბჭოები, რომელიც პაციენთა შემთხვევების რეგულარული განხილვის პროცესში ჩართავს აშშ და ევროპის ქვეყნებში მოღვაწე კოლეგებს.

მისიაში მონაწილე პარტნიორი ორგანიზაციები და უნივერსიტეტები მზად არიან მიიღონ ქართველი კოლეგები როგორც მოკლე-ვადიანი (1-3 თვე), ასევე გრძელვადიანი (1 წლიანი სასწავლო პროგრამებით) სწავლებისათვის, განსაკუთრებით პედიატრი-ონკოლოგები, ბავშვთა ონკოლოგიაში მომუშავე ქირურგები და ექთნები, სხივური თერაპიის სპეციალისტები, პათანატომები და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრებისათვის მოსამზადებელი კადრები.

მისიაში მონაწილე პარტნიორი ორგანიზაციები ასევე მზად არიან წამყვანი სპეციალისტები ხანგრძლივი პერიოდებით ჩამოიყვანონ საქართველოში, რათა მოხდეს ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება პედიატრიული ონკოლოგიის სხვადასხვა მიმართულებებით პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტები უნდა გადამზადნენ, რომ შეძლონ პედიატრიული ონკოლოგიის დაავადებების ნიშნებისა და სიმპტომების დროული ამოცნობა.

მეოთხე მიმართულება-პაციენტთა მონაცემთა ბაზისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების გაძლიერება 

მომდევნო 3 თვის პერიოდში პედიატრიული ჰემატოლოგია-ონკოლოგიის რეესტრის შექმნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ხარისხის მონიტორინგისა და გაუმჯობესებისათვის ძირითად ინდიკატორებს.

მეხუთე მიმართულება- მშობლებთან/ოჯახებთან მუშაობა დაავადების ადრეული გამოვლენისა და მხარდაჭერისათვის   

მშობელთა ცნობიერების გაზრდა ონკოლოგიური დაავადებების ნიშნებისა და სიმპტომების ადრეული ამოცნობისათვის;

პაციენტთა და ოჯახთა მხარდამეწერი ორგანიზაციების - ბერი ანდრის ფონდისა და მშობელთა სახლის - შესაძლებლობების გაძლიერება და მათი თანამშრომლობის გაძლიერება ბავშვთა ონკოლოგიურ სერვისებთან.

 ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამების გაუმჯობესებასა, დღეს არსებულ სერვისებსა და საერთაშორისო მისიის რეკომენდაციებზე პრესკონფერენციაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა  დირექტორმა მარიამ ჯაშმა,  პროფესორმა, მედიპოლ მეგა ჰოსპიტალის პედიატრიული ჰემატოლოგია/ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  სემა ანაკიმ, პროფესორმა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დანა-ფარბერის კიბოს ინსტიტუტის პედიატრიული განყოფილების სამედიცინო დირექტორმა 
კარლოს როდრიგეზ გალინდომ ისაუბრეს.

"ჯერ კიდევ 2013 წლიდან ჩვენ განვაცხადეთ იმის შესახებ, რომ ვიწყებდით რეფორმებს, რათა ბავშვთა ონკოჰემატიური სამსახური გაუმჯობესებულიყო. პირველ ეტაპზე ეს გამოიხატა იმაში, რომ სრულად დაფინანსდა საზღვარგარეთ მაღალტექნოლოგიური და ძვირიანი მკურნალობა, შემდგომ ეტაპზე ეს მთლიანად აიღო თავის-თავზე სოლიდარობის ფონდმა და მართლაც არაჩვეულებრივად მართავს, თუმცა ეს არ არის საკამრისი და  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მივდივართ იქითკენ, რომ საქართველოში შეიქმნას ამ მიმართულებით ისეთი სერვისები, რომ უკვე ბავშვებს აღარ დასჭირდეთ საზღვარგარეთ წასვლა",-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის  მარიამ ჯაშის განმარტებით,   სოლიდარობის ფონდი ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გასაუმჯობესებლად აქტიურად მუშაობს

მისივე თქმით, საქართველოში პედიატრიული ონკოლოგიის სერვისის გასაუმჯობესებლად 2 წლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდა.

"საქართველოს სოლიდარობის ფონდი" აფინანსებს 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიის პაციენტებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით,  როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. თუმცა ჩვენი საბოლოო მიზანი გახლავთ, რომ ეტაპობრივად გაუმჯობესდეს საქართველოში პედიატრიული ონკოლოგიის სერვისი, რომ მოიხსნას საჭიროება, ჩვენი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის. ამას სჭირდება დრო, კონკრეტული ნაბიჯები და სწორედ, ჰარვარდის, იეილის საუნივერსიტეტო კლინიკების, ორგანიზაცია Gლობალ Hეალინგ და თურქეთის მედიპოლის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთიანი მისიის ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ დეტალური შეფასება არსებული პედიატრიული ონკოლოგიური სერვისის და გვაქვს 2 წლიანი სამოქმედო გეგმა, თუ ეტაპობრივად როგორ შეიძლება შეიკრას, გაერთიანდეს ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დარგში ყველა ძირითადი ელემენტი და 2 წლის თავზე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სრული მასშტაბით ამოქმედდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი ბავშვებისთვის, მაგრამ  ერთი წლის შემდგომ გვაქვს იმედი, რომ ყველა სხვა ძირითადი, ფუნდამენტური ელემენტები ინფექციის კონტროლისა და სტანდარტული თერაპიებისა, იქნება უკვე საქართველოში და შემდგომ მოგვცემს საშუალებას, რომ  არსებულ შესაძლებლობებს განსაკუთრებით ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური სერვისები დაემატოს",-აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

პრემიერ მინისტრის ინიციატივით შექმნილმა საქართველოს სოლიდარობის ფონდმა,  ამოქმედებიდან ერთი წლის მანძილზე 3.3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 125 ბავშვისა და ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო, მათ შორის 58 შემთხვევაში საზღვარგარეთ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics