|
2019-12-17 14:30:19, 1279 ნახვა
საზოგადოება
სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტო"-ში საქართველოს სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და არსებული პროცედურების გამარტივების მიზნით შეიქმნა და უკვე ამოქმედდა საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმა www.sst.geostm.gov.ge. მისი გამოყენებით შესაძლებელია საქართველოს სტანდარტის ელექტრონულ (pdf) ფორმატში შეძენა. პლატფორმის მეშვეობით სტანდარტის მოძიება ხდება: სტანდარტის ნომრის/დასახელების; სტანდარტების საერთაშორისო კლასიფიკატორის; ტექნიკური რეგლამენტის დასახელების; სტანდარტის ენის; სტანდარტის მიმღები ორგანიზაციის მითითებით. ასევე, სტანდარტის შეძენამდე დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს/დაათვალიეროს სტანდარტი, მიიღოს ინფორმაცია სტანდარტის ენის, მიღების თარიღის, მიმღები ორგანიზაციის, შემმუშავებელი კომიტეტის, დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის შესახებ. ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ასევე, მარტივდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ფარგლებში საქართველოს მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტების ჰარმონიზებული სტანდარტების მოძიება და გაცნობა. პლატფორმა დაინტერებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას სტანდარტიზაციის სფეროს აქტუალური საკითხების, საქართველოს სტანდარტის პროექტის, სტანდარტების პროგრამის, ჰარმონიზებული სტანდარტების სიის შესახებ. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო (ISO, IEC) და ევროპული (CEN, CENELEC) ორგანიზაციების წევრია და შესაბამისად, საქართველოში ყველა დაინტერესებულ პირს აქვს წვდომა 55 000-მდე საერთაშორისო ან/და ევროპულ სტანდარტზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)