|
2019-12-17 12:47:13, 1103 ნახვა
საზოგადოება
ხმაური საკრებულოში - სამოქალაქო აქტივისტებმა კუხიანიძის ოთახში კარავი გაშალეს
თბილისის საკრებულოში მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. საკრებულოს უსაფრთხოების თანამშრომლები ცდილობენ რომ ძალის გამოყენებით გაიყვანონ აქტივისტები, რომლებმაც ერეკლე კუხიანიძის ოთახში გაშალეს კარავი და გააკრეს სტიკერები წარწერით „შეცვალე“. როგორც საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, ხელისუფლებას აქვს ორი სახე, ერთით ისინი სოლიდარობას უცხადებენ ექიმი გაფრინდაშვილის ოჯახს, ხოლო მეორეთი ლანძღავს მას. „ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან სამწუხარო ამბავი არის, რომ ადამიანი, რომელიც ტყვედ ყავს ჩვენს სახელმწიფო მტერს, არ ვიცით რა პირობებშია ჯურღმულში, აწამებენ ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს, რა მდგომარეობაში ჰყავთ, ამ დროს უღირს საკრებულოს დეპუტატი რომ ჰქვია , ლანძღავს ამ ადამიანს, მის ოჯახს. ამ კაცს გაემიჯნა მისი შვილი, ოჯახის წევრი. ცოლმა, შვილმა, ყველამ თქვა, რომ ეს კაცი ნაძირალაა "ქართული ოცნების" გარდა. ჩვენ მივეცით დრო, რომ ამ კაცს დაეტოვებინა მანდატი, მაგრამ ეს არ გააკეთა. დამცინავად რომ ბოდიშს მოიხდის ვის რა ჩემ ფეხებად უნდა კუხინიძის ბოდიში. გუშინ მეტიც, ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოღალატეაო ამბობდა, ამიტომ ახლა ვართ მის ყოფილ კაბინეტში, ეს არის თბილისელების, ამას აფინანსებენ თბილისელები, შესაბამისად ეს ოთახი ეკუთვნით თბილისელებს, სამოქალაქო აქტივისტები იკავებენ აქაურობას და გაშლიან კარავს. ბატონ ტყემალაძეს მივმართავ, ფორმალურად მაინც არის საკრებულოს თავმჯდომარე და თანამდებობის პირებს ყველას ოთახში გაიშლება ეს კარავი, სანამ საქართველოს მოღალატეს, ქვეყნის მტერს, კუხიანიძეს არ გააძევებთ აქედან, არ შეგარჩენთ. ჩვენი ბრძოლის ხაზი გადის აქ, ვაჟა გაფრინდაშვილი იბრძვის ჯურღმულში და ჩვენ გვიწევს აქ ბრძოლა მთავრობასთან, რომ მინიმუმ აღიარონ, რომ ეს კაცი არის ტყვე და აქვთ ორი სახე, ერთით სოლიდარობას უცხადებენ მის ოჯახს და მეორეთი ლანძღავენ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)