|
2019-12-16 18:50:48, 1550 ნახვა
პოლიტიკა
„ეს არის ივანიშვილის ილუზიის ნაწილი“ - საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა დასრულდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დაკითხვა დასრულდა. დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობდა. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკითხვის საჭიროება "ივანიშვილის ილუზიის ნაწილია". „ახალი ვერაფერი ვერ გავიგე ამ გამოკითხვის პროცესიდან. ფორმალური ვალდებულებაა, რომ გრიფი ადევს საქმეს და დეტალებზე არ უნდა ვისაუბრო, თუმცა არაფერი ისეთი არ თქმულა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ. არსებითად განსხვავება არის ნულოვანი. მე ვერ ავხსნი ვერანაირად საჭიროებას, ეს საჭიროება უნდა ახსნან მათ. გარემოება, რაც შეიცვალა, არის ის რომ მაშინ სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე იყო დევნა, ამიტომ ახლა უფრო ფართოდ გაშალეს ფრთები. ამ სამარცხვინო ლიდერის და მისი კლოუნების რეჟიმის არც პირველი, არც მეორე და მესამე ვარ დევნისთვის. ეს არის ივანიშვილის ილუზიის ნაწილი. ამ მეთოდებით ფიქრობს, რომ შეიძლება ის ლეგიტიმური აღშფოთება და ბრაზი, რაც საზოგადოებას აქვს ივანიშვილის მიმართ, იმ გადაგდების და შეურაცხყოფის მერე რაც მან მიაყენა მთელ საზოგადოებას, ეს გაქრება ეს სიბრიყვეა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. 2010-2013 წლებში, ბოკერია საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა, შესაბამისად, გამოძიებას მასთან ამ პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები.
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)