|
2019-12-15 15:58:12, 1562 ნახვა
პოლიტიკა
ლელო ხელისუფლაბას კატეგორიულად თხოვს დასაჯოს საკრებულოს წევრი კუხიანიძე
“ლელო“ კატეგორიულად მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მმართველმა - ბიძინა ივანიშვილმა დაუყოვნებლივ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თანამდებობა დაატოვებინოს "ქართული ოცნების" პარტიის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს, ასევე, საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს. -ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი. "ქართული ოცნების", საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაცია და მისი ოჯახის შეურაცხყოფა მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნისთვის ღირსების შემლახველი ქმედებაა. ქართული ოცნების პარტიის წევრის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის -ერეკლე კუხიანიძის ამორალური განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ექიმის პროფესიული და პატრიოტული ნაბიჯის დისკრედიტაცია. ხელისუფლება და მისი კონკრეტული წარმომადგენლები ვაჟა ექიმის ოჯახის წევრების პროვოკატორებად მონათვლის ხარჯზე ცდილობენ, გადაფარონ თავიანთი უუნარობა და შეგნებული უმოქმედობა! თბილისის საკრებულოს დეპუტატის - ერეკლე კუხიანიძის განცხადება იმ პოზიციის ნათელი გამოვლინებაა, რაც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია არ ეხება ერთ ადამიანს და ერთ ოჯახს, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა. ეს არის პირდაპირი იერიში ადამიანზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე. ვაჟა ექიმის მიმართ დაწყებული სიცრუის ტირაჟირება ღირსების შემლახველია. უღირსი საქციელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მმართველმა - ბიძინა ივანიშვილმა დაუყოვნებლივ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თანამდებობა დაატოვებინოს "ქართული ოცნების" პარტიის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს, ასევე, საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს. თბილსის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძე ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორებს უწოდებს. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!“, - წერს საკრებულოს წევრი სოციალურ ქსელში.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)