|
2019-12-15 14:12:58, 1566 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძ - საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობა არ მოხდება
„ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, როგორც მოქალაქეები, ვდგავართ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გვერდით და ერთიანი ვართ მისი გათავისუფლების მოთხოვნაში. განსხვავებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეიძლება იყოს",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში ყოფნა გაუგონარი ბოროტებაა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიური გამოწვევაა სახელმწიფოსთვის. "ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ, კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიურ გამოწვევას უქმნის ჩვენს სახელმწიფოს და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელი არის ოკუპაციაზე, რაოდენ დესტრუქციულია და რაოდენ უპასუხისმგებლოდ ექცევა ადამიანებს, ადამიანის უფლებებს და იმ ძირითად ღირებულებებს, რომელსაც მთელი მსოფლიო პატივს სცემს. მისი ოჯახის მოთხოვნა და საზოგადოების, ჩვენი ყველას მოთხოვნა არის ლეგიტიმური. ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, როგორც მოქალაქეები, ვდგავართ მისი ოჯახის გვერდით და ვდგავართ მისი გათავისუფლებისთვის ერთად. განსხვავებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეიძლება იყოს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებამ ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობაში ყოფნის საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენა და კომუნიკაცია აქვს ყველა შესაძლო მხარესთან, რომელსაც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილის შეტანა შეუძლია. „როგორც ხედავთ, ჯერჯერობით, ტრადიციულად თავის სტილში, რუსეთის ფედერაცია იყენებს უბრალო ადამიანებს და ამ შემთხვევაში, იყენებს ექიმის პატიმრობას მანიპულაციისთვის. ვხედავთ, რომ ამან უკვე მიიღო ხასიათი, სადაც მთელი მსოფლიო, პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ გაათავისუფლოს უკანონო პატიმარი. ახლა ჩვენი ამოცანა არის მისი გათავისუფლება და მომავალში ჩვენი ამოცანა არის, შევინარჩუნოთ ჩვენი პრინციპული პოზიცია - არანაირი დათმობა საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება და ვაჟა გაფრინდაშვილმაც ამის მაგალითი მისცა ყველას. დღეს ყველა ჩვენგანის საერთო მოთხოვნა და საერთო ამოცანა არის, რომ, ის დროულაად გათავისუფლდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის მალე გათავისუფლდება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააგრძელებს ყველა საერთაშორისო ფორმატში თავისი პრინციპული პოზიციის დაცვას.",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)