2015-07-24 09:41:09, 559 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2558 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.2558 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2556 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.4805 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.4636 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0169 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან