07:07 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 11:16:14, 786 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის წარმატებული პარტნიორობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას, იოსებ ჭელიძემ ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გაწეული მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისათვის, რაც მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი, მყისიერი რეაგირებისა და უსაფრთხო საზოგადოების ფორმირებისთვის.

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამერიკის მთავრობის მხარდაჭერას, როგორც მატერიალურ-ტექნიკური დახმარების, ასევე, შესაძლებლობებისა და განვითარების მიმართულებით. პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე ნაყოფიერი, შედეგიანი და საინტერესო იქნება", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ.

ღონისძიებას სპეციალურად აღნიშნულ იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი,  აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, აშშ-ის ევროპული სარდლობის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics