19:42 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 18:40:38, 1597 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტს ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ მიიღო.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ამ კენჭისყრით ოფიციალურად დააკანონა ძალადობრივ წარსულთან გარიგება.

„ „ქართულ ოცნებას“ ვულოცავ, რომ მან ამ კენჭისყრით ოფიციალურად დააკანონა ძალადობრივ წარსულთან გარიგება. ის ოფიციალურად გახდა მემკვიდრე იმ უსამართლობის, რაც ქვეყანაში ხდებოდა. 9+8 და შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავსვათ. „კლანმა“ გაიმარჯვა, როგორც იურიდიულ კომიტეტში, ისე „ქართული ოცნების“ უმრავლესობაზე. მან მოახერხა საკუთარი სურვილებით ეტარებინა მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის პარლამენტში იყვნენ, რადგან იურიდიული კომიტეტი ოფიციალურად კლანის ფილიალი გახდა, ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო ამ კომიტეტში. მე ამ კომიტეტში აღარ დავრჩები. ჩემი გადადგომიდან ამ დრომდე კომიტეტში დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე გამომეყენებინა ყველა შანსი, რომ 5 მოსამართლე კი არ ჩამოშორებოდა ამ კენჭისყრას, არამედ - მეტი. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და კიდევ უფრო დიდი მორალური მარცხი. ანრი ოხანაშვილი კლანის უსახური მსახურია. იურიდიული კომიტეტი აღარ არსებობს, არც ადამიანის უფლებათა კომიტეტი არსებობს. დარჩენილ დროს მოვახმარ იმას, რომ გამოსავლის გზებზე ვიფიქრო“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics