|
2015-07-23 17:55:18, 513 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლიტველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწაფების ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება" მიიწვია. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტვის პრეზიდენტს მიწვევისათვის და დაადასტურა, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ დისკუსიაში. საქართველოს პრეზიდენმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ეს თემა პრიორიტეტულია და მან 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. თავის მხრივ, ქვეყნის პირველმა პირმა ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოში ნოემბერში დაგეგმილ გენდერული საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)