17:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 17:49:24, 610 ნახვა

ეკონომიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ალტერნატიულ კანონპროექტზე მუშაობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებთ ალტერნატიულ  კანონპროექტზე მუშაობს. 

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოტივირებულ შენიშვნებზე მუშაობს. მისი თქმით, შემუშავებულია კანონპროექტის სამუშაო ვერსია.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გუშინ ხელმოსაწერად შემოვიდა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას.
საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გამოთქმულა ნეგატიური პოზიცია, პირველ რიგში პროცესზე თუ როგორ განვითარდა და მოხდა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება, ასევე როგორ გრძელდებოდა ეს პროცესი. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც იყო ასოცირების დღის წესრიგის დარღვევა და შესაბამისად საქართველოს მთავრობის განკარგულების დარღვევა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერდა ხელს.
ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი პროფესიული არგუმენტი, თუ რატომ ხდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკიდან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ წარმატებულად შეფასებული საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა.
დღეს როდესაც, უკვე მესამე მოსმენით მიღებულ ჩვენთვის ხელმოსაწერად გადმოცემულ კანონსპროექტს ვეცნობით, ნათლად ჩანს, რომ ჩვენს მიერ დასმული კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. პრეზიდენტის დავალებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით მიმდინარე პროცესს და ყველა შესაბამის ეტაპზე ძალიან ღიად ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას. დღესაც ვაცხადებ, რომ კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნების სახით პარლამენტს გადაეგზავნება.
„საქართველოს პრეზიდენტი წარმოდგენილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს. ჩვენთვის წარმოდგენილ კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნების კანონპროექტის სახით ჩამოსაყალიბებლად, შემუშავდა კანონპროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც მოტივირებული შენიშვნების სახით უნდა გაეგზავნოს პარლამენტს. აღნიშნული სამუშაო ვერსია შეიქმნა სავალუტო ფონდის ორი პროგრამის „Safeguard“-ისა და „FSAP“-ის  რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
პრეზიდენტის დავალებით ვიწყებ  ათდღიან პროცესს, რომ ვაწარმოო შესაბამისი კონსულტაციები ხსენებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით.  ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის 2.5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, დოკუმენტს ვუგზავნი ევროკავშირის წარმომადგენლობას, ასევე  საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელთა მოსაზრებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კანონპროექტის სამუშაო ვერსია ეგზავნება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების, აზიის განვითარებისა და მსოფლიო ბანკებსაც.
ასევე, ათი დღის განმავლობაში გავმართავ კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ეკონომიკის ექსპერტებთან,  ეს არიან ჯგუფები, რომლებიც ყველაზე ნეგატიურად აფიქსირებდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლბოაში განსახორციელებელ ცვლილებებს. პროცესის დასასრულს, მომდევნო კვირაში საქართველოს ეროვნულ ბანკში გავმართავ შეხვედრას  ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს საბჭოს წევრებთან“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics