|
2019-12-12 13:55:18, 1144 ნახვა
საზოგადოება
ხატია წილოსანი USDA-ის ინიციატივით გამართულ შეხვედრას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ინიციატივით გამართულ შეხვედრას თემაზე „საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების დახვეწა სურსათის უვნებლობის სფეროში” დაესწრო. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის, ასევე ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გაუმჯობესების მხარდაჭერისთვის. „ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისა და სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, აუცილებელია ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გაუმჯობესება, შესაძლო რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების სისტემის განვითარება. სწორედ ამ მიმართულებით, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით ლაბორატორიული შესაძლებლობები“, - განაცხადა ხატია წილოსანმა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ SPS სტანდარტებზე დაფუძნებული სამეცნიერო მეთოდების დანერგვის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო კარგ მარეგულირებელ პრაქტიკას (GRP), როგორც უმთავრეს ელემენტს, საქართველოში SPS სტანდარტების დანერგვისთვის. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ სურსათის უვნებლობის სისტემის უკეთ რეგულირებისთვის რისკის წინასწარ განსაზღვრას განსაკუთრებული როლი ეკისრება. 2005 წლიდან, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) ტექნიკური დახმარების არაერთ პროგრამას ახორციელებს, რომელიც ეხმარება საქართველოს WTO–ს ვალდებულებების შესრულებაში. შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტის (RAPDI) მხარდაჭერით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)