|
2019-12-12 13:45:32, 1562 ნახვა
კომენტარი
ლევან კობერიძე: „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, აბრა შეცვალოს და „ნაციონალური მოძრაობა“ დაიწეროს
„ქართულ ოცნებას“ შეუძლია აბრა შეცვალოს და „ნაციონალური მოძრაობა“ დაიწეროს“,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ „მთავართან“ საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდს „მორჩილი“ სასამართლო სჭირდება იმისათვის, რომ კორუფციულ საკითხებზე პროცესები მათი სურვილისამებრ წარიმართოს. „მე ამ პროცესს თავიდანვე დავარქვი "შაპიტოს" ცირკი და ის მარტივი წარმოდგენა, თავიდანვე, როგორც იყო დაგეგმილი, ზუსტად ისე იმართება "ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ ამ პროცესის ლეგიტიმაცია მოვახდინოთ და ხელი შევუწყოთ ან ე.წ. "გაპრავება" მოვახდინოთ. ჩვენ ამ სესიას გამოვუცხადეთ ბოიკოტი, შესაბამისად სესიაში მონაწილეობას არ ვიღებთ და ჩვენი პოზიციაა, რომ არა ერთის და ორის, არამედ ყველა მოსამართლის კანდიდატურა უნდა ჩავარდეს იმისათვის, რომ დაიწყოს რეალური რეფორმები იუსტიციის საბჭოს დაშლით. სამწუხაროდ, დღეს "ქართული ოცნება" ხდება "ნაციონალური მოძრაობა". ეს არის მომენტი, როდესაც ხელისუფლება 2012 წელს მოვიდა იმ დანაპირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებებზე პასუხს აგებინებდა დამნაშავეებს, ამის მაგივრად ხდება პირიქით, მათ შეუძლიათ აბრა გამოცვალონ და დაიწერონ "ნაციონალური მოძრაობა". დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" აღარ არსებობს, ეს არის ხელისუფლების მიტაცების საწყისების შეცვლა, იმიტომ რომ ასეთი მორჩილი სასამართლო სჭირდება "ქართულ ოცნებას“, უკვე „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისათვის, რომ მერე არჩევნებში საჭიროების შემთხვევებში ლეგიტიმაცია მიიღოს, მსხვილ კორუფციულ საკითხებზე სასამართლო პროცესები შედგეს ისე, როგორც მათი სურვილი იქნება და საჭიროების შემთხვევაში პროკურატურის მიერ პოლიტიკურად დევნილი პოლიტიკოსების და საზოგადოებრივად აქტიური წევრებისადმი ისე გამოიტანონ განაჩენი როგორც "ქართულ ოცნებას" აწყობს“,- განაცხადა კობერიძემ.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)