13:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 16:34:43, 367 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი: თაღლითები დევნილებს ატყუებენ, რომ თბილისის ზღვაზე ბინებს თანხის სანაცვლოდ მიიღებენ

„თბილისში თაღლითები გააქტიურდნენ, რომლებიც დევნილებს ატყუებენ და გარკვეული  თანხის სანაცვლოდ თბილისის ზღვაზე ბინების მიღებას სთავაზობენ“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სუბარმა დევნილებს მსგავსი შეთავაზების შემთხვევაში მოუწოდა შინაგან საქმეთა და დევნილთა სამინისტროებს მიმართონ.

„მას შედეგ, რაც პრემიერმა  განცხადება გააკეთა,  რომ ექვსასამდე დევნილ  ოჯახს ბინა გადაეცემა, თბილისში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ თაღლითები. ეს ადამიანები  დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუძლიათ ამ ბინების მიღება. ვაფრთხილებ ყველას, როგორც კი მსგავს წინადადებას მოისმენენ, გაქანდნენ შსს-ში ან ჩვენთან და მოგვაწოდონ ინფორმაცია. ეს არის ტყუილი.  ვერავინ ვერ მიიღებს დადგენილი წესის ავლით ბინას, ვერც თაღლითობით, ვერც თანხით, ვერც აქციებით. არსებობს მკაფიოდ დადგენილი წესები, ბინა ყველას შეხვდება.  უბრალოდ თანმიმდევრობა მკაფიოდ იქნება დაცული. ამას წყვეტს არა ჩვენი სამინისტრო, არამედ ძალიან ფართო კომისია, რომელშიც შედიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics