17:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 16:15:36, 532 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: სახელმწიფომ სემეკის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს

"ვინაიდან ვართ იმპორტზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყანა ენერგეტიკაში და ბევრ ენერგოკომპანიას აქვს დოლარში ვალდებულებები, სახელმწიფომ მარეგულირებლის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს",-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სემეკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კვირიკაშვილი ელექტროენერგიის ტარიფის 3.48 თეთრით კორექტირებას,   დოლარის კურსს უკავშირებს.

"წინა გადაწყვეტილებიდან ბევრი რამ შეიცვალა, მოთხოვნა არის მნიშვნელოოვნად გაზრდილი, მოხდა დევალვაცია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ბევრ ქვეყანაში, ანუ დოლარის გამყარება.ვინაიდან ჩვენ ვართ იმპორტზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყანა ენერგეტიკაში და ვინაიდან ბევრ ენერგოკომპანიას აქვს დოლარში ვალდებულებები, სახელმწიფომ მარეგულირებლის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს, რათა შენარჩუნებული იქნას ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა, უწყვეტი მიწოდება და განვითარდეს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხარებლებისთვის ტარიფი 3,348 თეთრით გაზარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე იქნა მიღებული.

სამომხმარებლო ტარიფი თითოეულ საფეხურზე დაახლოებით 3 თეთრით  გაიზარდა.

შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი გახდა.

"ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით ზრდა საკმარისი არ არის. ისინი დაახლოებით 4,2 თეთრით ზრდას ითხოვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics