|
2015-07-23 15:48:52, 630 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: 10 წლის განმავლობაში, პრეზიდენტი ჯაჭვლიანზე გაცილებით გიჟურ განცხადებებს აკეთებდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, დეპუტატს ხალხისგან მანდატი აქვს მინიჭებული და როდესაც ის განცხადებას აკეთებს, მეტი დაფიქრება მართებს. ამის შესახებ სუბარმა საპარალამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. „როცა ადამიანს აქვს მანდატი ხალხისგან მინიჭებული, პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს თავის საქმეს. მაგრამ როდესაც ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, 10 წლის განმავლობაში, რომელიც გაცილებით გიჟურ განცხადებებს აკეთებდა, მემგონი არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა ვიღაცას მსგავსი რამ შეუძლია. პარლამენტარის მანდატი ძალიან სერიოზულია და ცოტა მეტი დაფიქრება გვმართებს“,-განაცხადა სუბარმა. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „მოგახსენებათ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ გვენატრება 37 მანეთიანი ბილეთები და ათ მანეთიანი ბოზები. ბატონო კაკო ის 37 მანეთი მაშინ და ახლაც ჩემთვის 500 ევროიანი იყო. მე მსყიდველობით ვანგარიშობ. მე ბოზებში არასოდეს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო ათი მანეთის გადახდა, მე ათი მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მას კორექტულობისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით კობახიძემ საკუთარი Facebook-ის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და საზოგადოებას ჯაჭვლიანის გამოსვლის გამო ბოდიში მოუხადა. „ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა თანაგუნდელობა, თანაპარტიელობა არ მზღუდავს ....პირიქით, მავალდებულებს კიდეც... მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ამომრჩევლებს, ჩვენს მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით, ყველა ქალს, ვინც დარბაზში იჯდა ან ეთერში გვისმენდა, შეიძლება არც გვისმენდა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ასაკისა, მდგომარეობისა, იმ უხამსი შინაარსის გამონათქვამებისთვის, რაც ბატონი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაში იყო და ჩემი აზრით, ყოველგვარი იუმორის, ხუმრობის ფარგლებს ცდება( თუკი ამ შემთხვევაში იუმორით ვინმე შეეცდება მის გამართლებას) ვწუხვარ რომ მე, როგორც სხდომის წამყვანმა ვერ შევძელი მისი შეჩერება, ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც საპარლამენტო ტრიბუნიდან ვეპასუხებით, დღეს მე პირადად შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო და არ მრცხვენია ამის აღიარების!“, - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)