|
2019-12-07 12:57:34, 3276 ნახვა
სამართალი
ლაშა ჩხარტიშვილმა რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა
საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართული აქციის დროს დაკავებულმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ჩხარტიშვილმა იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილს „ლობიოს დიქტატორი“ უწოდა და სიმბოლურად ადგილზე ლობიო გაფანტა. „ეს არის ივანიშვილის ოცნება, ოცნება ერთპიროვნულ დიქტატურაზე, რომელიც აუცილებლად დაემხობა ჩვენი ხელით. ასეთი ოცნებები ჰქონიათ სხვებსაც, თუმცა ის რაც ჩაიდინა ივანიშვილმა პოლიტიკურ დაკავებებთან მიმართებაში, არც შევარნაძეს და არც სააკაშვილს არ გაუკეთებია. მან ადვოკატისა და გასაჩივრების უფლების გარეშე დაიწყო დაპატიმრებები, მათ შორის ჩემი დაკავება, თუმცა მინდა ვუთხრა ამ „ლობიოს დიქტატორს“, რომ მას ეკუთვნის უმი ლობიო, როგორც მონების სალაფავი და პასუხისგებაში მიცემის წინ ეს მას აუცილებლად ექნება საკუთარ მონებთან წულუკიანთან, კობახიძესთან, თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად“,- განაცხადა ჩხარტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა.
ფოტო: TV4.GE
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)