|
2015-07-23 12:46:35, 332 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო: ჩემი აზრით, სოსო ჯაჭვლიანმა იხუმრა
ჩემი აზრით, სოსო ჯაჭვლიანმა იხუმრა, - ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოსო ჯაჭვლიანის გუშინდელ განცხადებას. კითხვაზე - „გუშინდელი განცხადებიდან გამომდინარე, უნდა იყოს თუ არა ის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი?“, - დავით სერგეენკომ ასეთი შეფასებისგან თავი შეიკავა. „ასეთ რადიკალურ შეფასებაზე თავს შევიკავებ. მოვისმინე მოკლე ჩანაწერი. ჩემი აზრით, ალბათ ამ ადამიანმა იხუმრა. სხვა ახსნა არ მაქვს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „მოგახსენებათ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ გვენატრება 37 მანეთიანი ბილეთები და ათ მანეთიანი ბოზები. ბატონო კაკო ის 37 მანეთი მაშინ და ახლაც ჩემთვის 500 ევროიანი იყო. მე მსყიდველობით ვანგარიშობ. მე ბოზებში არასოდეს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო ათი მანეთის გადახდა, მე ათი მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მას კორექტულობისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით კობახიძემ საკუთარი Facebook-ის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და საზოგადოებას ჯაჭვლიანის გამოსვლის გამო ბოდიში მოუხადა. „ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა თანაგუნდელობა, თანაპარტიელობა არ მზღუდავს ....პირიქით, მავალდებულებს კიდეც... მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ამომრჩევლებს, ჩვენს მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით, ყველა ქალს, ვინც დარბაზში იჯდა ან ეთერში გვისმენდა, შეიძლება არც გვისმენდა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ასაკისა, მდგომარეობისა, იმ უხამსი შინაარსის გამონათქვამებისთვის, რაც ბატონი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაში იყო და ჩემი აზრით, ყოველგვარი იუმორის, ხუმრობის ფარგლებს ცდება( თუკი ამ შემთხვევაში იუმორით ვინმე შეეცდება მის გამართლებას) ვწუხვარ რომ მე, როგორც სხდომის წამყვანმა ვერ შევძელი მისი შეჩერება, ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც საპარლამენტო ტრიბუნიდან ვეპასუხებით, დღეს მე პირადად შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო და არ მრცხვენია ამის აღიარების!“, - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)