10:25 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 14:36:25, 2594 ნახვა

კომენტარი
„არ არის გამორიცხული, რუსული გეგმებიც იყოს“ - მდინარაძე ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე

„დიდი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში აღმოჩნდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის მოსკოვში ვიზიტს.

როგორც მან აღნიშნა, არის გამორიცხული ეს ვიზიტი „რუსული გეგმებს“ უკავშირდებოდეს.

„მაშინ როდესაც შედგა დიდი ოპოზიციური ერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, ამ ერთობის ერთ-ერთი ლიდერი აღმოჩნდა მოსკოვში. რას უნდა ნიშნავდეს ამ ფაქტის აღნიშვნის იქით ნუ წავალთ. ჩვენ ჩვენი შეფასებები გვაქვს, რომელიც ვიღაცას შეიძლება სუბიექტურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტი ეს არის, რომ ამ დიდი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, მათი საერთო გეგმების დასახვის პარალელურად, ქალბატონი ნინო მოსკოვში აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული რუსული გეგმებიც იყოს. იხუმრა კიდევაც გენერალურმა მდივანმა ჩვენი პარტიის [კახა კალაძე], რომ შესაძლებელია გერმანული მოდელის ჩამოსატანად იყოს წასულიო. რას ნიშნავს საზოგადოება შეაფასებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics