|
2015-07-23 12:19:58, 910 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 74 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს, ხოლო დანარჩენ 24-ს სასჯელი შეუმცირდათ. მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის მიერ განხილული საქმეების შემდგომ წარდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. „პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ შეწყალების მორიგ აქტს მოაწერა ხელი. პრეზიდენტმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა. ამ 98-დან 74 დღესვე დატოვებს საპატიმროს. რაც შეეხება 24 მსჯავრდებულს, მათ სასჯელი შეუმცირდათ. 74 მსჯავრდებულიდან დღეს საპატიმროს 1 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანი დატოვებს. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის მიერ განხილული საქმეების შემდგომ წარდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. სულ კომისიამ 17-18 ივლისს, 589 მსჯავრდებულის საქმე განიხილა“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)