2015-07-23 09:44:27, 612 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2556 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.2556 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.2572 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გაუფასურდა. 1 ევრო 2.4636 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4511 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან