|
2019-12-02 19:41:47, 6235 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების სამხედრო ობიექტებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას ეცნობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების სამხედრო ობიექტებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა. დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზების მონახულება ირაკლი ღარიბაშვილმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლიდან დაიწყო, რომელიც თავდაცვის ძალებსა და რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო დაწესებულებაა. თავდაცვის მინისტრმა სკოლის ტერიტორიაზე არსებული შტაბის შენობა, სასწავლო კორპუსი, ყაზარმა, სასტუმრო, საყარაულო შენობა, სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზი, ავტოპარკი დაათვალიერა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა და განახლებული მენიუ დააგემოვნა, რომელიც 1 ნოემბრიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დღესვე, სპეციალურად სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა თოკზე დაშვების, ხევის გადალახვის და კლდიდან დაშვების უნარ-ჩვევების დემონსტრირება მოახდინეს. საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მშენებლობას 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი და 2006 წელს ოფიციალურად გაიხსნა. სკოლა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა და მატერიალურ-ტექნიკური ქონებით სრულად აღიჭურვა. 2010 წელს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის (PfP) მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი მიენიჭა და ერთადერთი ცენტრია რეგიონში, რომელიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სამთო მომზადებას სთავაზობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)