|
2019-12-02 12:24:06, 2471 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე მელიაზე: მიხარია, რომ დღეს მისი ციხეში გადაყვანა არ მოხდება
„მნიშვნელოვანი შედეგია, რომ დღეს საპატიმრო სასჯელი არ იქნა მისჯილი ნიკა მელიასთან მიმართებაში“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება აქტიური დეპუტატი პარლამენტში, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის მის წკიპზე დაკიდებულ უმრავლესობას. „მასობრივი რეპრესიების ანუ ძალადობის რესურსი უფრო და უფრო ნაკლებია „ქართული ოცნების“ ხელში. ეს მნიშვნელოვანი შედეგია, რომ დღეს საპატიმრო სასჯელი არ იქნა მისჯილი ნიკა მელიასთან მიმართებაში და ადამიანურად, გულწრფელად ვამბობ, მიხარია, რომ დღეს მისი ციხეში გადაყვანა არ მოხდება. მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება აქტიური დეპუტატი პარლამენტში, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის მის წკიპზე დაკიდებულ უმრავლესობას, რომელიც როდის დაიშლება კაცმა არ იცის. რაც მთავარია ჩვენ სწორი გზით მივდივართ, რადგან მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს აქვს თავის შედეგები, აქვს სრული მხარდაჭერა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან“, - ამბობს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ხოლო ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)