2015-07-22 18:06:35, 749 ნახვა
Lifestyle
გოგა ხაჩიძე: საღამოსკენ დავლიეთ და ქე მოგვინდა იბიარდი
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გოგა ხაჩიძე უმარვლესობის წარმომადგენლის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ლექსით გამოეხმაურა.
„შევიკრიბეთ მეგობრები,
ვითამაშეთ ბურა, ნარდი...
საღამოსკენ დავლიეთ და
ქე მოგვინდა იბიარდი”,-წერს გოგა ხაჩიძე.
ცნობისთვის, უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ის არასოდეს წავა „იბიარდზე“, რადგან ერთგული მეუღლეა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან