00:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 13:22:09, 3646 ნახვა

სამართალი
შსს-მ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და  ამჟამად  პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1962 წელს  დაბადებული კ.ხ.  და 1979 წელს დაბადებული მ. ჰ.  დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მათ ბრალი, ჯგუფურად არაერთგზის  ჩადენილ  ქურდობაში ედებათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში, სხვადასხვა დროს,  4 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

პოლიციამ მოპარული ნივთების დიდი ნაწილი  ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ  ბრალდებულმა კ.ხ. - მ  მარნეულში კიდევ 3 სახლი გაქურდა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში არაერთგზის უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის  ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ „ბ“  ,,გ“  და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 10  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics