13:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 15:33:59, 349 ნახვა

პოლიტიკა
ბესიკ ლოლაძე: კორუფციულ გარემოში სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნატოს კეთილსინდისიერების პროგრამის ფარგლებში ანტიკორუფციულ კურსს გადიან.

სამდღიანი სასწავლო კურსი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ლოლაძემ გახსნა და სემინარის მონაწილეებს კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„კორუფცია აზიანებს სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებს. აზიანებს ფასეულობებს, რომელსაც ემყარება დემოკრატია და სამართლიანობის პრინციპები. კორუფციულ გარემოში სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია, ხოლო, როცა არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა", - განაცხადა ბესიკ ლოლაძემ.

სასწავლო კურსი „კეთილსინდისიერების ამაღლება და კორუფციის რისკების შემცირება“ თავდაცვის სამინისტროში უკვე მეოთხედ იმართება და მას სამინისტროს მმართველობითი რგოლის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები ესწრებიან. სასწავლო პროგრამა ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის, თავდაცვის ეროვნული აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით იმართება. სასწავლო კურსი 22 ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში (Building Integrity Program) 2013 წლიდან აქტიურადაა ჩართული. პროგრამის ფარგლებში, თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics