11:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 14:20:36, 1271 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი - ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ში  ვიზიტი  შეაფასა.

მინისტრმა  ყურადღება  ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნაყოფიერ  შეხვედრებსა და აშშ - საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამწლიან  ჩარჩო - ხელშეკრულებაზე გაამახვილა, რომელსაც ხელი პენტაგონში მოეწერა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან  უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა აქვს: „პირველი შეფასება, რაც  პენტაგონის უმაღლეს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა, იყო შემდეგი, რომ ჩვენს უწყებებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ეს არის აშშ-ის  პენტაგონის მთავარი წარმომადგენლის შეფასება. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან,  აშშ-თან  გვაქვს უპრეცედენტოდ  მაღალი დონის თანამშრომლობა და ეს დადასტურდა  სწორედ   ვიზიტის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი  ღარიბაშვილმა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ს მთავრობა და პენტაგონის წარმომადგენლები ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ელიან.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics