2019-11-27 11:46:50, 2513 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ცაგერში, პოლიციელების მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ცაგერში, პოლიციელების მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ცაგერის რაიონში პოლიციელებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რომლის შედეგად ორივე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა კიდევ ერთი პირი, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,