13:38 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 20:00:52, 2309 ნახვა

კომენტარი
პატრიარქი: სამწუხაროა, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთგაგება არ არის - ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ

„სამწუხარო ფაქტია, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის არ არის ურთიერთგაგება. უპირველეს ყოვლისა ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ელჩებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

პატრიარქმა მათ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იმის მიღწევა, რაც ქვეყანას სჭირდება, სწორედ მოსმენით და ურთიერთგაგებით არის შესაძლებელი.

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 % – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის.

სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

მე მადლობელი ვარ და საქართველო მადლობელია თქვენი დახმარებისა, თქვენი თანადგომისა“, - განაცხადა ილია მეორემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics