|
2019-11-26 19:50:56, 2012 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ზედაპირზე პოლიტიკური ფიგურების ბრძოლა უფრო ჩანს, ვიდრე საზოგადოების ინტერესები
„ხელისუფლებას აქვს მაღალი პასუხისმგებლობა. ზედაპირზე პოლიტიკური ფიგურების ბრძოლა უფრო ჩანს, ვიდრე საზოგადოების ინტერესები და მე ვფიქრობ, ვინც საზოგადოების ინტერესებს უკეთ გაითვალისწინებს, წარმატებულიც ის იქნება",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ უკანასკნელ დღეებში თბილისში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. დეპუტატის თქმით, დღეს რაც ხდება, არის დაძაბულობის მაღალი ხარისხი პოლიტიკურ ველზე, რომელიც ემოციურად და პოლიტიკურად ძალიან ცუდად მოქმედებს ქვეყანაზე, თუმცა, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი. მისივე განცხადებით, ოპოზიცია დიდი ხანი ემზადებოდა რევოლუციური სცენარისთვის, მაგრამ ქვეყანას ახლა რიგგარეშე არჩევნები კატეგორიულად არ სჭირდება. „სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება. ადამიანები, ვინც ერთის მხრივ ამბობენ, რომ მატულობს მათი პოპულარობა და ყველა გამოკითხვით წინ არიან, ზუსტად ვიცი, რომ ვერ გადიან საზოგადოებაში საარჩევნოდ. დამისახელეთ ნებისმიერი გვარი, რომელსაც შეუძლია საარჩევნოდ მაჟორიტარული ოლქი მოიგოს. არ უნდა დავუშვათ უკანონობა არც ჩვენ, არც იმათმა და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ქვეყანა გადარჩება. ჩვენ ვფიქრობთ ქვეყანა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან და იმ გამოწვევებიდან, რაც ჩვენს გარშემო არსებობს და აქ ჩვენს კომფორტზე არ არის ლაპარაკი. ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაზე, სადაც ჩვენი შვილები ცხოვრობენ. სადაც მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს და მე ვამბობ, რომ ქვეყანას კატეგორიულად არ ჭირდება ის, რასაც ქვია ვადამდელი არჩევნები", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)