13:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 13:16:54, 409 ნახვა

პოლიტიკა
კომიტეტებმა სუს–ის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაურის დანიშვნას მხარი დაუჭირეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხოდმაზე ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. 

დეპუტატებმა გომელაურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაურის დანიშვნას მხარი დაუჭირეს. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან, კენჭისყრაში 11–მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 10 მომხრე იყო, 1 წინააღმდეგი. ასევე, უშიშროების კომიტეში, 11 დეპუტატიდან გომელაურის ამ თანამდებობაზე დანიშვნას  10–მა დაუჭირა მხარი, 1 კი, წინააღმდეგი იყო. 

იმ შემთხვევაში, თუ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრები გომელაურის კანდიდატურას დაამტკიცებენ, ის სუს–ის ხელმძღვანელად 6 წლის ვადით დაინიშნება. 

შეგახსენებთ, „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონით,  შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდა.
შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებად განისაზღვრა: საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში იქნება შემდეგი დანაყოფები: კონტრდაზვევრვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი ე.წ. შავნადაბას დანაყოფი.

უსაფრთხოების სამსახური 1 აგვისტოს შეიქმნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics