15:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 15:14:16, 1502 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი „ოცნებას“: ნუ ამბობთ, რომ 2012 წელს ხელისუფლება ამ სისტემით შეიცვალა - ეს იყო რევოლუცია

 „დაანებეთ სპეკულირებას თავი, ნუ ამბობთ, რომ 2012 წელს დღეს არსებული საარჩევნო სისტემით შეიცვალა ხელისუფლება“, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, 2012 წელს საარჩევნო სისტემას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ხელისუფლება რევოლუციის შედეგად შეიცვალა.

 „რაღაცას გთხოვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ნუ ამბობთ ხოლმე, რომ 2012 წელს ამ სისტემით შეიცვალა ხელისუფლება. ამ სისტემით არ შეცვლილა, იქ სისტემას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს იყო რევოლუცია და ამ რევოლუციაში ჩვენ აქ მონაწილეობა მიღებული გვაქვს, მაგრამ ბევრ თქვენგანს მგონი საერთოდ გვერდითაც არ გაუვლია ამ პროცესის მიღმა. ეს არ იყო, რომ საარჩევნო სისტემამ გადაწყვიტა თურმე რამე, ეს ჩვეულებრივი რევოლუცია იყო 2012 წელს რაც მოხდა. ამიტომ დაანებეთ სპეკულირებას თავი, რომ ამ საარჩევნო სისტემაშიც შეიძლება ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics