|
2019-11-26 13:53:31, 1619 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე - „ოცნების“ პასუხი აქციაზე არის პოლიცია და სპეცრაზმი, ამიტომ მიიღეს ის, რაც მათი არჩევანი იყო
„ქართული ოცნების“ პასუხი აქციაზე არის ძალა, ყვითელი ავტობუსები, პოლიცია და სპეცრაზმი, ამიტომ მიიღეს ის, რაც იყო მათი არჩევანი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, თავისუფალი არჩევნების სისტემა შანსს მისცემს ყველას, მათ შორის „ქართულ ოცნებასაც“. „ჩვენი ხალხის მოთხოვნები არის თავისუფალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები. ისეთი სისტემა, რომელიც ყველას მისცემს შანსს, მათ შორის „ქართულ ოცნებას“. მათი პასუხი არის ძალა, ყვითელი ავტობუსები, პოლიცია და სპეცრაზმი. ამიტომ, მიიღეს ის, რაც იყო მათი არჩევანი. მიიღეს პარლამენტი, რომელიც იმალება ყვითელი ავტობუსების და სპეცრაზმის უკან, მიიღეს დეპუტატები, რომლებსაც უწევთ შეპარვით, ქურდებივით შენობაში შესვლა და ხალხის გვერდის ავლა და მიიღეს ქუჩაში გადმოტანილი მთლიანად არეული ვითარება და პოლიტიკური კრიზისი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)