|
2019-11-26 13:22:30, 1009 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი: პარლამენტის ფუნქციონირების პარალიზება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე არ რჩება
„ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პარლამენტის, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების პარალიზება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე არ რჩება“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კანონი ერთნაირად შესასრულებელია როგორც მომიტინგეებისთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისთვის. „სამწუხაროა, რაც ხდება პარლამენტთან, მაგრამ პარლამენტმა თავის ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს. ჩვენს სახელმწიფოში არის თავისუფალი სიტყვის გამოხატვის სრული შესაძლებლობა, რაც არ უნდა გადაიზარდოს დესტრუქციაში და კანონის დარღვევაში. ეს არის ამოსავალი წერტილი. პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია, ხოლო მოქალაქეებამ, საზოგადოებამ, ვისაც სურს პროტესტის გამოხატვა ეს უნდა გამოხატონ ისე, რომ პარლამენტის ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალონ. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პარლამენტის, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების პარალიზება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე არ რჩება. ეს არის ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ამოსავალი წერტილი. ასე რომ, აქ გასაკვირი არაფერი არ არის. მოვუწოდებ ყველას ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში. კანონი უნდა იყოს ერთნაირად შესასრულებელი როგორც მომიტინგეებისთვის, ასევე სამართალდამცავებისთვის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)