|
2019-11-26 13:03:39, 968 ნახვა
კომენტარი
ნუკრი ქანთარია: ეს პარლამენტია და არა სალობიე
„ეს არის პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო და არ არის ეს სალობიე, რომელშიც ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალიტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საპროტესტო აქცია მშვიდობიანად დაიშალა. „რამდენადაც ვიცი საპროტესტო აქცია მშვიდობიანად დაიშალა. რამე მოხდა? ძალიან უხერხულია სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო და არ არის ეს სალობიე, რომელშიც ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა, ამიტომ აქ უნდა მიმდინარეობდეს კანონების სწორად მიღება“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დასაშლელად გამთენიისას სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა. ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები არიან მობილიზებულნი. აქციის მონაწილეები კი კვლავ პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილნი და აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება - ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)