13:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 12:56:40, 378 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: მუქარები მოდის, მაგრამ ამას ტელევიზიით ვერ ვისაუბრებთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის შეფასებით, ისლამური სახელმწიფო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო პრობლემაა.

როგორც მან, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხდა, სასქართველოში  ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთი „თავი“ დააკავეს, რომელიც ახალგაზრდებში აგიტაციას ეწეოდა, რომ სირიაში გადასულიყვნენ.

გომელაურის თქმით, მისი დაკავება ფარული სპეცოპერაციის ჩატარების შედეგად მოხდა.

 „ ისლამური სახელმწიფო ეს მსოფლიო პრობლემაა, არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, დაწყებული ამერიკის დიდი ქვეყნიდან, დამთავრებული ჩვენი პატრა ქვეყნით.ჩვენ ვართ ევროპისა და აზიის გასაყარზე და აქედან არის საშიშროება, როგორც ნარკოტიკული საშუალების გასვლის, ასევე ტერორისტების გადაადგილების. ეს ძალიან კარგია მათთვის, რა თქმა უნდა ამას თუ არ შევზღუდავთ.  ჩვენ თუ  მარტო რუსეთზე დავიწყებთ მუშაობას... ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ, არავინ არ ვართ დაზღვეულები. ღმერთმა ნუ ქნას ხვალ რამე მოხდეს. რა თქმა უნდა მუქარა  მოდის, მაგრამ ამას ჩვენ ტელევიზიით ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ ჩავატარეთ ოპერაცია ვერტმფრენებით, მაგრამ ეს არავის არ გაუგია. ისლამური სახელმწიფოს  ერთ–ერთი თავი  იქნა დაკავებული საქართველოში, მის თანმხლებ პირებთან  ერთად, რომლებიც პასუხისგებაში იქნენ მიცემულები. ისინი მოუწოდებდნენ... თუნდაც იმ ახალგაზრდების გადასვლა, რომ მოხდა ისლამურ სახელმწიფოში, თურქეთის ტერიტორიაზე და შემდეგ სირიაში. ეს ადამიანი იყო მათი იდეოლოგი, რომელიც მოუწოდებდა ჩართულიყვნენ ისლამური სახელმწიფოს რიგებში  და ებრძოლათ მათ გვერდით“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics